ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ეკატერინე ქეცბაია მაგისტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი

2012 წლის იანვრიდან  დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრად.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

მდივან/თანაშემწე

ირმა კვესალაძე

2 510300 (8150)

დაიბადა 1976 წლის 07 სექტემბერს  ქ. გალში. 

1994 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. გალის №1 საშუალო სკოლა.

1994 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში იურიდიული ფაკულტეტზე.

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

1999 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის განყოფილებაში, სამოქალაქო სამართლის კათედრაზე.

2001 წელს სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები, ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2001 წელს დაინიშნა საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად.

2001 წლის 9-15 სექტემბერს წარმატებით გაიარა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის კონკურსი და დაინიშნა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2004-2005 წლებში გახდა ბერლინის დეპუტატთა საბჭოს სამეცნიერო სტიპენდიის სტიპენდიანტი.

2004 წლის 01 ოქტომბრიდან 2005 წლის 01 აპრილამდე სწავლობდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

2005 წლის 01 აპრილიდან 2005 წლის 01 ოქტომბრამდე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.

2006 წლის 01 თებერვალს დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სამდივნოს რეფერენტად.

2007 წლის 19-27 მაისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2012 წლის იანვრიდან  დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრად.

2014 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა.

ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე - ,,ვადები სადაზღვევო სამართალში”.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები: ,,საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები სამოქალაქო სამართალწარმოებაში”, ჟურნალი ,,მართლმსაჯულება”, N2, 2007წ.; 2. ,,დაზღვევის სამართალურთიერთობის სუბიექტები და ობიექტი”, ჟურნალი ,,მართლმსაჯულება და კანონი”, N4, 2014წ.

გავლილი აქვს გერმანული ენის შემსწავლელი კურსები ბერლინის გერმანული ენის შემსწავლელ სკოლაში ,,Hartknackschuler”.

სრულყოფილად ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.
 
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
 

თარიღი მხარეები დარბაზი