ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

დავით მგელიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით, 2017 წლის 25 მაისიდან. 

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ლელა აბალიშვილი

591 410236 ; 2 510300 (7923)

სხდომის მდივანი

გიორგი კვარაცხელია

599 059 830 ; 2 510300 (7923)

დაიბადა 1974 წლის 13 აპრილს, დაბა თიანეთში. 

1991 წელს დაამთავრა თიანეთის სკოლა-ინტერნატი. 

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით.

1998 წელს დაამთავრა თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი, საგზაო პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმინაობის სპეციალობით.

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-1999 წლებში მუშაობდა თიანეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ეკონომისტად (სპეციალისტად). 

1999-2001 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონული სასამართლოს წ
ამყვან სპეციალისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოში სხდომის მდივნად.

2002-2006 წელბში მუშაობდა თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2007-2010 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 

2008-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2010 -2013 წლებში იყო  გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2013 წლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით, 2017 წლის 25 მაისიდან. 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი