ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ელენე გოგუაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 1 მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ნატო ზერეკიძე

591 255157 ; 2 510300 (7906)

სხდომის მდივანი

თეა პაპავა

599 11 77 61 ; 2510300 (7906)

დაიბადა 1978 წლის 2 მარტს,  ქ. თბილისში.

1995 წელს დაამთავრა თბილისის 123-ე საშუალო სკოლა.

1995 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსიც დაამთავრა 2000 წელს.

1995-1999 წლებში მუშაობდა ნარკოლოგიურ ინსტიტუტში კადრების სამსახურის ინსპექტორად.

1999 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში სხდომის მდივნად.

2000 წელს იმავე სასამართლოში მუშაობდა საგამოძიებო კოლეგიის სხდომის მდივნად, ხოლო 2004 წლიდან დაინიშნა ამავე კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2002 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა სამ თვიანი სასწავლო პროგრამა და ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში  მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 1 მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  

არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. 

თარიღი მხარეები დარბაზი