თანაშემწე
სალომე კაპანაძე
598 154169 ; 2 510300 (7920)
სხდომის მდივანი
რუსუდან ობოლაძე
579 156 811 ; 2 510300 (7920)
დაიბადა 1982 წლის 17 აგვისტოს ქ. ბორჯომში.
2004 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობით.
2005–2006 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასპირანტურაში.
2006 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო თემაზე.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2004-2010 წლებში მუშაობდა ადვოკატად.
2010-2013 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატის თანამდებობაზე.
2013-2014 წლებში იყო საქართველოს შს სამინისტროს ასპინძის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების განყოფილების უფროსი.
2014 წლის აპრილიდან 2015 წლის თებერვლამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2015 წლის მაისიდან 2015 წლის აგვისტომდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
არის დასაოჯახებელი.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|