თანაშემწე
თეონა აბულაძე
577 570857 ; 2 510300 (7910)
დაიბადა 1980 წლის 14 ივლისს, ქ. თბილისში.
1995 წელს დაამთავრა თბილისის #51 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივნად.
2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტად - საიდუმლო საქმისმწარმოებლად, პარალელურად იყო პლენუმის სამდივნოს უფროსი.
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსის მოადგილედ.
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსად.
2007 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწედ.
2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბიუროს უფროსად.
2008-2009 წლებში იყო დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2009 წლის დეკემბრიდან იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2013 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
2013-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.
2016 წლის თებერვლიდან მარტამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.
2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|