თანაშემწე
მარიამ ნადირაშვილი
598 392692 ; 2 510300 (8318)
სხდომის მდივანი
სოფიკო ქადარია
558525398; 2510300 (8318)
დაიბადა 1982 წლის 22 სექტემბერს საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში;
2001-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე;
2005-2006 წლებში იყო ,,ახალგაზრდა იურისტთა და ჟურნალისტთა ასოციაციის” წევრი და ამავე ასოციაციის ადვოკატის თანაშემწე;
2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის თებერვლის ჩათვლით იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის სტაჟიორი;
2007 წელს გაიარა სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა”, თანაშემწის კურსები;
2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით;
2008 წლის 29 თებერვლიდან 2012 წლის 2 აპრილამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტი;
2012 წლის 2 აპრილიდან 2013 წლის 28 ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი კონსულტანტი;
2012 -2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
2013 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი კონსულტანტი;
2015 წლის 1 მაისიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|