ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

სოსო ღურწკაია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

თამუნა კასრაძე

2 510555 (8134)

დაიბადა  1978 წლის 28 ნოემბერს, ხობის რაიონში.

1995 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2002 წლებში  მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახურის კონტროლისა და აუდიტის სამმართველოში მრჩევლად.

2002-2004 წლებში  მუშაობდა თბილისის საერთაშორისო იურიდიულ კომპანია შპს ''ვეკოს'' ადვოკატად.

2004 წელს მუშაობდა საერთაშორისო საადვოკატო სააგენტო შპს ''ვეგას'' ადვოკატად. 

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს წევრის თანაშემწედ.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტად.

2007 წლის 9 იანვარს დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, სადაც მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2009 წლის აპრილამდე.

2008 წელს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოშიც.

2009 წლის აპრილიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი