თანაშემწე
გურანდა ჟღენტი
2 510555 (8135)
სხდომის მდივანი
თამარ დევდარიანი
2 510555 (8135)
დაიბადა 1976 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში.
1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1994-1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის განყოფილების ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.
2003 წელს ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წელს სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრში გავლილი აქვს სასწავლო კურსი - პიროვნული რესურსების მენეჯმენტი.
2014 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2015 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2003 წელს მინიჭებული აქვს მეორე კლასის იურისტის სპეციალური წოდება.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2001 წელს არჩეულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად.
1997 წელს მუშაობდა შპს „აუდიტ-ცენტრის“ იურისტად.
1997-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტის, უფროსი კონსულტანტის, იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწის, სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის უფროსის, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.
2008-2015 წლებში მუშაობდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ იურისტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველი პირის/სემეკთან ურთიერთობის კოორდინატორის თანამდებობებზე.
2016 წლის 14 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს #1/170 გადაწყვეტილებით გამწესებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.
არის დაოჯახებული.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|