ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

უჩა თოდუა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

თამარ აკობია

2 510555 (8165)

სხდომის მდივანი

იმედა ინდაშვილი

2 510555 (8165)

დაიბადა 1987 წლის 18 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

განათლება:
2004 წელს დაამთავრა ზუგდიდის ექსპერიმენტულ-პროფილური სკოლა.
2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2015-2016 წლებში გაიარა პროფესიული მენეჯმენტის კურსი - გერმანიის მოხელეთა აკადემია (dbb Academy).
2017 წელს გაიარა სასწავლო კურსი ჰოსპიტაციაზე სასამართლოს საქმისწარმოების შესწავლის მიზნით - დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (OLG).
2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცით.
2018 წელს გაიარა ტრენინგი მართლმსაჯულების ორგანიზება და მენეჯმენტი (პარიზი, საფრანგეთი) - საფრანგეთის მაგისტრატურის ეროვნული სკოლა (ENM), ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN).
2018 წელს გაიარა სამოსამართლო სწავლების ტრენინგი ტალინში (ესტონეთი) - ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN).
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:
2008 წელს იყო სს ბანკი „რესპუბლიკას“ მოლარე-ოპერატორი.
2008 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი.
2009 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უმცროსი კონსულტანტი.
2009-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი.
2013-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი.
2016-2019 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიწვეული მასწავლებელი.
2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

თარიღი მხარეები დარბაზი