ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

გიზო უბილავა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

თეა გეგია

577 283285 ; 2 510300 (7954)

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1978 წლის 19 სექტემბერს, ქ. გალში.

განათლება:

1994 წელს დაამთავრა ქ.ზუგდიდის #11 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტი ,,აღმაშენებელი“ იურიდიული ფაკულტეტი.
   
2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, იურიდიული ფაკულტეტი.
 
2000 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2002 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2019 წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:

1999 - 2002 წლებში  მუშაობდა გალი-გულირიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2002 - 2004 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორი.

2005 წელს იყო იურიდიული საკონსულტაციო კავშირის ,,ვექილი“ თავჯდომარე.

2005-2013 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2013 წელს 2 აპრილიდან - 23 ნოემბრამდე იყო მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.
 
2013 წლის 23 ნოემბრიდან - 2016 წლის 19 თებერვლამდე იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურორი.
 
2016-2018 წლებში იყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი.
 
2018-2019 წლებში იყო თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების  საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.

2019–2020 წლებში - შპს ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები".

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  2020 წლის 1 დეკემბრიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ.

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი