ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ბაია ოტიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

სხდომის მდივანი

ანა თათულაშვილი

555 274254 ; 2 510300 (8327)

დაიბადა 1978 წლის 3 თებერვალს, ახმეტის რაიონში.

1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №172 საშუალო სკოლა.

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა, კვალიფიკაცია - იურისტი;

2001 წლის 1 მაისს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის სრული კურსი. 

2001-2004 წლებში თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში კითხულობდა ლექციათა კურსს სისხლის სამართალში.

2002-2004 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2004 წლის 14 სექტემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში დაინიშნა მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2005 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის თანაშემწედ.

2003 წლის 8 თებერვალს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წლის 3 ივნისს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის ტესტური გამოცდა.

2006 წლის 23 მაისს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 

2009 წლის 3 ოქტომბერს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ადმინისტრაციულ-სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 

2009 წელს მონაწილეობდა სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის (USAID JAMR)  საქართველოს სასამართლოების საქმიანობის ავტომატიზებული სისტემის მოთხოვნების ჩამომყალიბებელი ჯგუფის მუშაობაში.  

2011 წლიდან 2020 წლამდე იყო ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ივნისამდე სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 

მყავს მეუღლე ერთი შვილი.


 

თარიღი მხარეები დარბაზი