ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ბადრი შონია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივნისის თვიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ირაკლი მურვანიძე

555 588020 ; 2 510300 (8331)

დაიბადა 1979 წლის 13 მარტს, ქ. გალში.
2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 
2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირის ადვოკატად.
2006 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად.
2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
2007 წლის ივნისიდან 2007 წლის ნოემბრამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
2007-2009 წლებში მუშაობდა სენაკის რაიონულ პროკურატურაში, რაიონულ პროკურორად. 
2009-2010 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში, რაიონულ პროკურორად.
2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, იუსტიციის მსმენელად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 1 ნოემბრის #1/153 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბრის  გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 24 მარტის  გადაწყვეტილებით, გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო  საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის  5 აპრილის  გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო  საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივნისის თვიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი