თეა შავდათუაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი
სერთიფიცირებული მედიატორი. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე, ფლობს კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს. 2009 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები მედიაციის სფეროში.
სამუშაო გამოცდილება: სს „ტერაბანკში“ შესაბამისობის და იურიდიული ოფიცერი; შპს „თეისთ სნეკსა“ და შპს „პრაიმ მარკეტ გრუპში“ კორპორატიულ იურიდიული მრჩეველი; ასევე, იურისტი შპს „ჯეოსტარში“, პარალიგალად BGI Legal-ში და აღმასრულებელი თანაშემწე EY-ში. შპს ,,გალერია თბილისში“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული.