ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ბესარიონ ტაბაღუა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 3 ივნისიდან არის  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე (უვადოდ გამწესებული)

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ანა კალანდაძე

595 088799 ; 2 510300 (8116)

სხდომის მდივანი

ანი ჯაჭვაძე

555 220078 ; 2510300 (8116)

დაიბადა 1979 წლის 1 თებერვალს, . თბილისში;

1996 წელს დაამთავრა რუსთავის პირველი გიმნაზია;

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით, მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი;

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი;

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული);

2007-2009 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში;

2013 წლიდან დღემდე არის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის დოქტორანტი;

ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სტაჟიორი;

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი;

2007 წელს მუშაობდა . თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში, პროკურორად;

2009-2010 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2010-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, 2019 წლის  წლის 3 ივნისიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი