თანაშემწე
თამარ ფხაკაძე
2 510555 (7933)
სხდომის მდივანი
ქეთევან გოგოლიძე
2 510555 (7933)
ლაშა ზურაბის ძე ჩხიკვაძე დაიბადა 1974 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში.
1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი.
1998-2001 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო სამართლებრივ სისტემათა კათედრის ლაბორანტად. ამავე წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტთან არსებული ,,იურიდიული კლინიკის’’ აღმასრულებელი დირექტორი, კავშირი ,,ინტერლოუს’’ აღმასრულებელი დირექტორი.
1998-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ასპირანტი, დოქტორანტი.
1998 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში სამხედრო თარჯიმნად.
2001-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო და შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამართლებრივ საქმეთა სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იურიდიული სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროს ინსპექტორად, მთავარ ინსპექტორად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველად სპეციალურ საკითხებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად.
2006 წლიდან 2007 წლის 2 აპრილამდე მუშაობდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მრჩეველის თანამდებობაზე.
2007 წლის 2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის №226 ბრძანებულებით დაინიშნა მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 4 აპრილის №1/56-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
2007-2013წწ. უფლებამისლებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 06 თებერვლის №1/16 გადაწყვეტილებით დანიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით, 2017 წლის 25 მაისიდან.
ყავს მეუღლე და სამი შვილი.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|