ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ეკა არეშიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2006 წლის 20 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის №149 ბრძანებულებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გამწესდა  ახალი ვადით. 

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ეკატერინე დიღმელიშვილი

577 284415 ; 2 510300 (7902)

სხდომის მდივანი

მარიამ სულაძე

571386262 ; 2 510300 (7902)

დაიბადა 1974 წლის 29 მარტს ქ. მახარაძეში.

1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის 22-ე საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "იბერიის" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1997-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ქ. რუსთავის ადვოკატურაში ადვოკატად. შემდგომ იყო "იურიდიული ბიურო – გ. დავითაშვილი" ამხანაგობის წევრი.

2006 წლის 20 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის №149 ბრძანებულებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

2012 წლიდან - არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციალიზებული მოსამართლე.

2014-2015 წლებში დაასრულა თბილისის  პოლიტიკური სწავლების სკოლა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ახალი ვადით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ და პერიოდულად ასრულებდა  ამავე კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას.

2016-2017 წლებში - მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში (სამაგისტრო პროგრამა სისხლის სამართლის პროცესში) და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო) ასევე, 2017 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სტაჟირების კოორდინატორი. 

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს ადვოკატურის  ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

ჰყავს ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი