თანაშემწე
ნინო კაკალაშვილი
598448341 ; 2 510555 (7900)
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1977 წლის 2 ნოემბერს, ქ. გალში.
განათლება:
1993 წელს დაამთავრა ქ. გალის №4 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება:
2000 წელს დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2002-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში კონსულტანტად.
2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2007 წლის 28 მარტს დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურების გაერთიანების შემდგომ 2007 წლის 13 ივლისის ბრძანებით დაინიშნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად.
2008-2010 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2010-2012 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2013 - 2017 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|