თანაშემწე
ნათია კოპალიანი
2 510555 (7937)
სხდომის მდივანი
თინათინ უგრეხელიძე
2 510555 (7937)
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1987 წლის 7 იანვარს ქ. ქუთაისში.
განათლება
2004 წელს დაამთავრა ქუთაისის N 2 საჯარო სკოლა.
2008 წელს დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2010 წელს დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალში, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი.
სამუშაო გამოცდილება
2009-2016 წლებში იყო კანცელარიის სპეციალისტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე/სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2017-2019 წლებში იყო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2019-2021 წლებში იყო საადვოკატო ბიურო ვეტოს ადვოკატი.
2022-2023 წლებში იყო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|