თანაშემწე
სალომე მაკარაძე
2 510555 (7948)
სხდომის მდივანი
მარიამ მაღლაფერიძე
2 510555 (7948)
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1991 წლის 1 აგვისტოს ქ. თბილისში.
განათლება
2008 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №64 საჯარო სკოლა;
2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა;
2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა;
2021 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა;
2014-2020 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში;
2015-2022 წლებში გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში;
2016 წელს ვიადრინა ფრანკფურტის ევროპის უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი - ,,ევროპული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის“;
2017 წელს ტუბინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო ვორკშოფში ,,გერმანულ-ქართულ-სომხური სადოქტორო ვორკშოფი“;
2017 წელს ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი - ,,ლტოლვილები და მიგრანტები საერთაშორისო სამართალში“;
2019 წელს ლუნდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი ,,მრავალდონიანი მმართველობის პერსპექტივები, დეცენტრალიზაცია და ადამიანის უფლებები“;
ჩაბარებული აქვს ადვოკატის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები;
არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორი.
სამუშაო გამოცდილება
2015-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი;
2017 წლიდან არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
2018-2020 წლებში იყო მოწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში;
2018-2022 წლებში იყო მოწვეული ლექტორი ალტე უნივერსიტეტში;
2022 წლიდან არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|