თანაშემწე
თამუნა ყატაშვილი
599 373110 ; 2 510300 (8121)
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1972 წლის 31 მაისს ქ. თელავში.
განათლება:
1989 წელს დაამთავრა თელავის N2 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999 წელს დაამთავრა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობით.
ჩაბარებული აქვს მოსამართლის, მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის, ადვოკატურის, აღმასრულებლის, საჯარო რეესტრის და სახელმწიფო რეესტრის საკვალიფიკაციო გამოცდები.
გავლილი აქვს ეკონომიკისა და დისტანციური სწავლების კურსი.
2007-2010 წლებში იყო თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.
2009 წელს იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2011 წელს იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება:
1989-1992 წლებში მუშაობდა თელავის საგზაო სამმართველოში - მუშად.
1992-1996 წლებში მუშაობდა თელავის რეგიონალური სამხედრო პროკურატურაში საზ. საწყისებზე გამომძიებლისა და პროკურორის თანაშემწედ.
1993-1999 წლებში მუშაობდა თელავის სამხედრო ტექნიკური სკოლის სამართალმცოდნეობის პედაგოგად და კოოპერატივ ''მეტეხის''იურისტად.
1999 წელს იყო თელავის რეგიონალურ სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი.
1999-2003 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2000-2002 წლებში მუშაობდა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის საშუალო სკოლასა და თიანეთის სახელმწიფო მრავალდარგოვან კოლეჯში პედაგოგად.
2003-2005 წლებში მუშაობდა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2004 -2006 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თელავის ფილიალის პედაგოგი.
2005 წელს იყო შს თელავის სამმართველოს ს.ს.ს განყოფილება გამომძიებელი.
2005 წელს იყო თელავის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის მრჩეველი.
2005-2011 წლებში იყო ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში.
2010-2012 წლებში მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2011-2012 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2012 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|