თანაშემწე
ირაკლი მურვანიძე
555 588020 ; 2 510300 (8331)
დაიბადა 1976 წლის 2 დეკემბერს, შუახევის რაიონში.
1993 წელს დაამთავრა შუახევის რაიონის, დაბა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1999 წელს გაიარა იურისტის საკვალიფიკაციო კურსები, საქართველოს იუსტიციის სახელმწიფო სასწავლო ცენტრის ბათუმის ფილიალში.
2008 წლის ნოემბრის თვეში წარმატებით ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წელს სსიპ ,,იუსტიციის უმაღლეს სკოლაში” გაიარა სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდები.
2011 წელს იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ვაშინგტონი, ბოსტონი), ,,OPEN WORLD”-ის პროგრამის ფარგლებში, მენეჯმენტურ უნარჩვევებთან დაკავშირებულ ლექცია სემინარებზე.
2012 წლის მაისის თვეში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2016 წელს იმყოფებოდა ქ. პარიზში საფრანგეთის საკასაციო სასამართლოში - საქართველოს საერთო სასამართლოების მოხელეებისათვის გამართულ - სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მიზნით.
2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 21 მაისამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2016 წლის დეკემბერში იმყოფებოდა გერმანიაში ქ. ჰამბურგში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის გამართულ - სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მიზნით.
2017 წლის აპრილში იმყოფებოდა საფრანგეთში ქ. სტრასბურგში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის გამართულ - სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მიზნით.
სამუშაო გამოცდილება:
1999-2000 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში - ინსპექტორად.
2002-2003 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ საამმართველოში.
2004-2005 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში - დაცვის თანამშრომლად.
2005-2009 წლებში მუშობდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2009-2010 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსი – საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი.
2010 წლის 01 ოქტომბერს დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მენეჯერად.
2011-2018 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის N1/23 გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით, 2018 წლის 18 იანვრიდან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 14 დეკემბრის N1/223 გადაწყვეტილებით 2021 წლის 18 იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|