ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ეკატერინე ელიაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ნანა რაფავა

577 283878 ; 2 510300 (8163)

სხდომის მდივანი

სალომე აფციაური

557 920009 ;2510300 (8163)

დაიბადა 1989 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება:
2007 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 126 საჯარო სკოლა.
2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.
2016 წელს დაამთავრა გ.თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2012 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:
2011-2012 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
2013 წელს იყო სტაჟიორი მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2013-2016 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი.
2016-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს აპატარის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.
2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი.
2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2019 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის  სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.
2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

თარიღი მხარეები დარბაზი