თანაშემწე
ნინო ჭანია
2 510555 (7941)
სხდომის მდივანი
თეონა მუკბანიანი
2 510555 (7941)
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1987 წლის 24 აპრილს.
განათლება:
2004 წელს დაამთავრა ქ. თბილისის გრ. კობახიძის სახელობის N5 გიმნაზია.
2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი.
2014 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2010-2011 წლებში გაიარა პრაქტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
2011 წელს გაიარა პროფესიული პრაქტიკის კურსი საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
2013 წლის ოქტომბერში მონაწილეობდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე: ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულის საქმეების სასამართლო განხილვის თავისებურებები’’ (ქ. კიშინიოვი, მოლდოვის რესპუბლიკა).
2014 წლის აპრილში იყო ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის თავისებურების შესახებ’’ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი (ქ. აშხაბადი, თურქმენეთი, ინიციატორი - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC).
2014 წლის 29 სექტემბერი-1 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს კონვენციის - ,,დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ'' ხელშემკვრელი მხარეების
მე-6 კონფერენციის მუშაობაში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი, ინიციატორი- ევროპის საბჭო).
2013-2018 წლებში იყო მართლმსაჯულების, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტებისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარისა და ტრენინგის მონაწილე.
2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება:
2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სტაჟიორად.
2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამანტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.
2013-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.
2016-2019 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
2019-2020 წლებში იყო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.
2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით 2025 წლის 7 აგვისტოდან დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება
ფლობს ინგლისურ ენას.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|