ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

8 ნოემბერი, 2019

ტეგები

სიახლე , შეხვედრა

Moneyval -ის საშემფასებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი სასამართლოში

2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები, დიანა ფარქოსაძე და ნათია ბუსკაძე  ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ Moneyval -ის საშემფასებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მისია სახელმწიფოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.

შეხვედრაზე  მოსამართლეებმა და ექსპერტებმა  ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  წესდების  VII თავის  საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სანქციადაკისრებული  პირის ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე  იმსჯელეს.