ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

ვაკანსიები

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

მიმდინარე განცხადებები

განცხადება ბოლო ვადა
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე - მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 14/12/2019
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი - მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 14/12/2019
სპეციალისტი ვებ-გვერდის სამართლებრივი და ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებში 14/12/2019

მითითება

1. კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.

2. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

3. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

4. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.