ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

29 თებერვალი, 2020

ტეგები

სიახლე

კორონავირუსის პრევენციის მიზნით უსაფრთხოების შესაბამისი სანიტარული პროცედურები განახორციელდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სასამართლოს საჯარო სივრცეები, კერძოდ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სასამართლოს კორიდორები და სხდომათა დარბაზები, ასევე სასამართლოს დროებითი მოთავსების საკნები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა.

სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.