ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

22 აპრილი, 2021

ტეგები

სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლო  ბრალდებულ გიორგი (გოგი) წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური  პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას  პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

სასამართლო განმარტავს, რომ  სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების  მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ  გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა. მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული  სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი  ფორმა - პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.

2019-2021 წლებში  აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც  მოსამართლის განჩინების საფუძველზე  6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ  გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება,  სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.