ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

7 ნოემბერი, 2019

ტეგები

სიახლე , შეხვედრა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეებმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლეს.

ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მსხვერპლთა დაცვის კუთხით ტრეფიკინგის პოლიტიკაზე, მსხვერპლთა უფლებების დაცვასა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.

საქართველოში გამართული შეხვედრების ფარგლებში GRETA- ექსპერტებიადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების საკითხებზე მოამზადებენ ანგარიშსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.