ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

29 ნოემბერი, 2019

ტეგები

სიახლე

მოსამართლის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა ზარნაძე გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციის მოწვევითა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ქ. კიონიგსვინტერსა და ქ. ბონში (გერმანია) გამართულ ტრენინგში სხვა სახელმწიფოებიდან მიწვეულ თერთმეტ მოსამართლესთან ერთად მონაწილეობდა.

ტრენინგი მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მის მიზანს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მოსამართლეებისათვის გერმანული სამოქალაქო სამართლისა და გერმანიის სასამართლო სისტემის გაცნობა წარმოადგენდა. ტრენინგის ფარგლებში სალექციო კურსების დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები მიავლინეს გერმანიის სხვადასხვა სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოების პრაქტიკის ადგილზე გასაცნობად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ზარნაძე, ალბანელ კოლეგა Elvana Cicolli –სთან ერთად, რომელიც ქ. ტირანას სასამართლოს მოსამართლეა, მიავლინეს ქალაქ მეპენის სასამართლოში სასამართლო პრაქტიკის გასაცნობად. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს, როგორც ქალაქ მეპენის, ასევე ქალაქ ჰანოვერის სასამართლოებსა და ქვემო საქსონიის სხვა სასამართლოებში, გაეცნენ სასამართლოში საქმის წარმოების წესს და გერმანელ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის თაობაზე იხილეთ გერმანულენოვან  გამოცემაში   https://bit.ly/2R1PqKZ