ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

2 დეკემბერი, 2019

ტეგები

განაჩენი

სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე  განაჩენი დაადგინა

2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ბანკი ,,ქართუხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე,  ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ.

სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ორგანიზება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების საქმეზე, ასევე ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, გამოყენების მიზნით ჯგუფურად დამზადების და გამოყენების ორგანიზების ნაწილში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზურაბ ადეიშვილს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3  თვის ვადით, მასვე  2 წლით და 3  თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.      

ნიკანორ მელია სასამართლომ საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებითმოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო  მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში  ნიკანორ მელია გამტყუნდა და მას  სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა  ერთი მეოთხედით და საბოლოოდ,  2 წლის და 3  თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.