ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

სერგო მეთოფიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

აკაკი ღურწკაია

8100

სხდომის მდივანი

თათა კაპანაძე

8155

დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს, ქ. თბილისში; 
 
1978 წელს დაამთავრა თბილისის №78-ე საშუალო სკოლა; 
 
1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 
 
1987-1989 წლებში იყო ჯერ წალკის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორის თანაშემწე, შემდგომ ახალქალაქის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; 
 
1989 წელს მუშაობდა ახალქალაქის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; 
 
1989-1992 წლებში მუშაობდა დმანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; 
 
1992 წელს იყო დმანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე; 

1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
 
1992-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის  მთავარი სამხედრო პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად; 

1993-1994 წლებში იყო ახალციხის რეგიონალური სამხედრო პროკურორის  მოადგილე;

1994-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის მთავარ სამხედრო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროს პროკურორად; 
 
1997-2002 წლებში მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურატურის შეიარაღებულ ძალებში მოკვლევისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროს პროკურორად; 
 
2002 წელს მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულებისას კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროს თანაშემწედ; 
 
2002-2003 წლებში იყო საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის კადრების, ორგანიზაციული უზრუნველყოფის, სტატისტიკისა და კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე; 
 
2003 წელს მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის, სამხედრო პროკურატურის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის  განყოფილების  პროკურორ-კრიმინალისტად; 

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო  პროკურატურის სასჯელთა  აღსრულებისას, კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროს თანაშემწედ;
 
2004-2005 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსად; 
 
2005-2006 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; 
 
2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის შიდა ინსპექციის უფროსის მოადგილედ; 
 
2009 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 
 
2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 
 
2011-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 
 
2013 წელს იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ახალი ვადით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ და მასვე დაეკისრა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის  დროებით შესრულება.
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 05 მარტიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.
  
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

თარიღი მხარეები დარბაზი