ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ბიძინა სტურუა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

დარეჯან ჩაჩანიძე

8107

სხდომის მდივანი

სალომე ბარდანაშვილი

8107

დაიბადა 1980 წლის 17 ივლისს ქ. ქუთაისში.

1997 წელს დაამთავრა ქუთაისის №1 დამოუკიდებელი ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

2005 წელს დაამთავრა მიუნსტერის (გერმანია) ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.).

2015 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2018 წლის 21 ივნისი - 20 აგვისტო - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, ჩაატარა სამეცნიერო კვლევა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2001-2002 წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით უძღვებოდა სემინართა კურსს - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება შეიარაღებულ კონფლიქტებში“ - საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის.

2004 წელს მონაწილეობა მიიღო ბერხუმში (გერმანია) ჩატარებულ კონფერენციაში თემაზე - „რელიგიური ტოლერანტულობა თანამედროვე საზოგადოებებში“.

2004-2005 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი.

2006 წელს გაიარა სტაჟირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

2006 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2006-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად.

2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012-2013 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2019 წლის 31 მარტი - 13 აპრილი - საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ-Deutsche Stiftung für Internationale Rechtliche Zusammenarbeit) მიწვევით გაიარა სტაჟირება ბერლინის პირველი და მეორე ინსტანციის ადმინისტრაციულ სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 31 ოქტომბრის № 1/152 გადაწყვეტილებით დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ნოემბრის  № 1-349 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 2012 წლის 3 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ნოემბრის  № 1/350 გადაწყვეტილებით, 2012 წლის 3 დეკემბრიდან დაეკისრა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2013 წლის 19 მარტიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/41 გადაწყვეტილებით დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.

2018 წლის 2 აპრილიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/167 გადაწყვეტილებით დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 4 სექტემბრის  № 1/195 გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი